„ასე იქცევა ქართული ოცნება ქართულ რეალობად! ყველას დიდი მადლობა, ვინც დაიჯერა, ირწმუნა, იშრომა და სწორად იარა ამ რთულ გზაზე!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი წერს.
"შრომას, რწმენას და გულწრფელობას ყოველთვის მოაქვს შედეგი!
საქართველო არის ევროპა და იქნება ევროკავშირის წევრი!
ეს არის ჩვენი ქვეყნის ახალი ისტორიის დასაწყისი, იმ ისტორიის, რომელზეც ვოცნებობდით ბევრი წლის წინ!
ასე იქცევა ქართული ოცნება ქართულ რეალობად !
ყველას დიდი მადლობა, ვინც დაიჯერა, ირწმუნა, იშრომა და სწორად იარა ამ რთულ გზაზე!" - წერს ბოჭორიშვილი.