საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დადებით რეკომენდაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, სოზარ სუბარი.
მისი თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილება დასტურია იმის, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
„გილოცავთ! ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.
დღეს ჩვენ მივიღეთ ის, რაც გვეკუთვნის და რისთვისაც თავდაუზოგავი შრომა და დიდი ძალისხმევა გავწიეთ. ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება საქართველოს მოსახლეობასთან ერთად მტკიცედ მიუყვება ევროპისკენ მიმავალ გზას და განუხრელად იცავს იმ კურსს, რომელსაც ქართველი ხალხი ირჩევს. დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ამ დროს დაძლევადია ყველა წინაღობა, რომელიც მომდინარეობს როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე ქვეყნის გარედან. და ბოლოს, მწამს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრიც მალე გახდება,“ - წერს სუბარი.