ავტორი ანა ფერაძე
საპარლამენტო უმრავბლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია „რეპორტიორთან" საუბრისას ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც სურვილი გამოთქვა, პარტიებს შორის კოაბიტაციაზე. როგორც „რეპორტიორთან" ალექსანდრე ქანთარიამ აღნიშნა, ეს აუცილებელია და პარტიებმა უნდა შეძლონ ერთად მუშაობა ქვეყნის კეთილდღეობისთვის.
„რა თქმა უნდა, სამართლიანობა უნდა აღდგეს, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, მაგრამ აგრესია უნდა ჩაცხრეს. ჩვენი კამპანიაც ძალიან მშვიდად მიმდინარეობს, მაქსიმალურად ვერიდებით აგრესიას და დაძაბულობას. „ქართული ოცნების" მიზანი მშვიდი პოლიტიკური გარემოს შექმნაა.
ვიმედოვნებ, რომ არჩევნების შემდეგ პოლიტიკური პარტიები კოაბიტაციას შეძლებენ, რადგან ჩვენ ყველა ერთი ქვეყნის სამსახურში ვართ და ერთი ქვეყნის კეთილდღეობისთვის ვიბრძვით", - განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.