logo_geo
eng_logo
მერაბ ქვარაია: ზუგდიდში წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ, ნორმალურ გარემოში მიმდინარეობს
- +

ავტორი ანა ფერაძე

10 სექტემბერი. 2016. 13:45



„ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარობის  კანდიდატმა მერაბ ქვარაიამ „რეპორტიორთან" წინასაარჩევნო გარემო შეაფასა და განაცხადა, რომ ზუგდიდში წინასაარჩევნო პერიოდი იდეალურად მიმდინარეობს. როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა „რეპორტიორთან" აღნიშნა, ყველა პოლიტიკურ პარტიას საშუალება აქვს, თავისი წინასაარჩევნო კამპანია აწარმოოს და ამაში ხელს მას არავინ უშლის.



„ზუგდიდში წინასაარჩევნო კამპანია აკადემიურ, მშვიდ, ნორმალურ გარემოში მიმდინარეობს. ყველა საარჩევნო სუბიექტს აქვს საკუთარი საარჩევნო კამპანიის თავისუფლად წარმართვის შესაძლებლობა. არანაირი სისტემური ხარვეზები არ ფიქსირდება. თუ რაიმე კონკრეტული გადაცდომები ხდება, რეაგირებაც მყისიერია.

 

ყველა საარჩევნო სუბიექტს, ყველა პარტიას, კანდიდატს ეძლევა საშუალება, თავისუფლად წარმოადგინოს თავისი პროგრამა, ამ მხრივ დღეს საქართველოში არანაირი პრობლემა არ არის, რომ პარტიებს რაიმე სახის შეზღუდვები ჰქონდეთ მმართველი პარტიის მხრიდან.

 

საქართველოში საარჩევნო პროცესი იდეალურად მიმდინარეობს. ყველა ამომრჩეველს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ გააკეთოს არჩევანი მისთვის სასურველი პოლიტიკური სუბიექტის მიმართ. არავინ არავის არ ერჩის, ამის გამო არავინ ისჯება. ეს არის ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებული წინასაარჩევნო გარემო და დარწმუნებული ვარ, რომ 8 ოქტომბრის არჩევნები არანაირ კითხვის ნიშანს არ დატოვებს არც დამკვირვებლებში და არც ამომრჩევლებში", - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner