„დღეს ისტორიული დღეა! დღევანდელი დღე თაობებმა მოიტანეს. დღევანდელი დღე საქართველოს ისტორიაში გამორჩეულ თარიღად ჩაიწერება“, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში წერს.
"ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია ევროკავშირის საბჭოსადმი, რომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს.
მადლობა ჩვენს საზოგადოებას, ქართველ დიპლომატებს, ქართული ოცნების გუნდს და ყველას, ვინც, ეს მომენტი შესაძლებლად აქცია.
მადლობა დასავლელ პარტნიორებს საქართველოს მხარდაჭერისთვის.
წინ, ჩვენს ისტორიულ ოჯახში საბოლოო ინტეგრაციაა!" - წერს ჩაკვეტაძე.