საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობა ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიში დღეს გამოქვეყნდა. ევროკომისია დადებითად აფასებს საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგს და ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.