თბილისის ანძა ევროკავშირის დროშის ფერში განათდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ანძის განათების გადაწყვეტილება უკავშირდება ევროკომისიის რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
„ევროკომისიის ამ რეკომენდაციით ევროპამ საქართველოსთვის კიდევ ერთი, ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება მიიღო“, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.