ოლივერ ვარჰეი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრას აფასებს. შესაბამისი განცხადება სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა სოციალურ ქსელში X გამოაქვეყნა.
„ილია დარჩიაშვილთან განვიხილეთ პირველი ანგარიში გაფართოების შესახებ და საქართველოს შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირისკენ გზაზე. კომისიამ რეკომენდაცია გასცა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. ამოცანების სია ნათელია. თქვენი ერთგულება და მონდომება დაგვეხმარება დარჩენილი ნაბიჯების შესრულებაში“, - წერს ვარჰეი.