"დღევანდელი პოზიტიური რეკომენდაციები ასევე ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად აღიქვამს რეგიონში, რომელსაც შეუძლია, მნიშვნელოვანი როლის შესრულება სამეზობლოში მშვიდობის დასამყარებლად," - ამის შესახებ საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ორბელიანის სასახლესთან გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. ევროკავშირის ელჩმა დღევანდელ დღეს „ნამდვილად ისტორიული“ უწოდა და მიულოცა პოლიტიკურ ლიდერებსა და ქართველ ხალხს.
„დღეს, როდესაც ჩვენ ვგლოვობთ რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქის საშინელ მკვლელობას, იმედი მაქვს, რომ ევროკომისიის მიერ გაცემული პოზიტიური რეკომენდაცია ასევე იმედის მომცემი იქნება ოკუპირებული ტერიტორიებისთვის, რომ უფრო დაუახლოვდნენ ქვეყანას.
ამავდროულად, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს რეკომენდაციები დაკავშირებულია სამომავლო რეფორმებთან, მათი შესრულება გადამწყვეტი იქნება შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად. ამისთვის საქართველომ უნდა შეამციროს პოლიტიკური პოლარიზაცია. ჩემი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი თქვენთვის, ყველასთვის იქნება, რომ ახლა არის გაერთიანების დრო. ბევრჯერ მინახავს ეს, რომ როდესაც თქვენ გაერთიანებულები ხართ, ბევრი რამის მიღწევა შეგიძლიათ“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.