logo_geo
eng_logo
თეა ახვლედიანი: ევროკავშირში ინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული და განუხრელი არჩევანია, რისთვისაც საქართველოს სახელისუფლებო გუნდი უწყვეტად მუშაობს
- +

8 ნოემბერი. 2023. 22:12

მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო ევროკომისიის დადებითი გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის გაცემის თაობაზე, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის განცხადებაშია ნათქვამი.

 

 

ევროკავშირში ინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული და განუხრელი არჩევანია, რისთვისაც საქართველოს სახელისუფლებო გუნდი უწყვეტად მუშაობს და ახორციელებს სათანადო ძალისხმევას, რათა ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა უახლოეს მომავალში რეალობად აქციოს.

 

 

სწორედ მშვიდობის განმტკიცების, სტაბილურობის და მდგრადი განვითარების პრინციპები, ეროვნული და ერთიანი ევროპული ღირებულებები ქმნის მყარ ფუნდამენტს საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის მიზნების მისაღწევად და უკავშირდება ჩვენს მისწრაფებას და მზადყოფნას, რომ ევროინტეგრაციის მონაპოვარი თანაბრად გავავრცელოთ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობაზე; შევთავაზოთ მათ ახალი შესაძლებლობები და უკეთესი მომავლის პერსპექტივა ერთიან, დემოკრატიულ და ევროპულ სახელმწიფოში, სადაც დაცულია ყველა ადამიანის ღირსება და უფლებები.

 

 

მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, ჩვენს ყველა მეგობარს და მხარდამჭერს, ვინც თავისი წვლილით განაპირობა დღევანდელი ისტორიული გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც დაფასდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ჩართული ყველა საჯარო მოხელის, ჩვენი დიპლომატების ძალისხმევა, გამართლდა ქართველი ხალხის რწმენა და შემართება“, - აღნიშნავს მინისტრი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner