"ეს ნამდვილად ისტორიული დღეა. ევროკომისიის ამ გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო გაამყარა და შეუქცევადი გახადა ჩვენი ევროპული მომავალი, "- ამის შესახებ ილია დარჩიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც ახლა ბრიუსელში იმყოფება, საქართველოს ეს მიღწევა კიდევ ერთხელ მიულოცა და აღნიშნა, რომ მილოცვებს უცხოელი პარტნიორებისგან იღებს.
„მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ევროკომისარ ვარჰეისთან, რომელთანაც ვისაუბრეთ უკვე ახალ ფაზაში გადასული საქართველოს მომავალ ქტიობებზე, რეფორმების დღის წესრიგზე. მე პირადად მივიღე შეტყობინება ბატონი ბორელისგან, რომელმაც ასევე მოგვილოცა ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება და მინდა გითხრათ, რომ აქ, ბრიუსელში არის ძალიან სასიამოვნო განწყობა, რომ დღეს გამოცემული გაფართოების პაკეტი იქნება ახალი იმპულსი ევროპული რეალობისთვის, ევროკავშირის მომავლისთვის და ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ევროკავშირს და შექმნის ახალ შესაძლებლობებს“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.