logo_geo
eng_logo
ილია დარჩიაშვილი ევროკომისიის რეკომენდაციაზე: ჩვენი ოპონენტები ცდილობენ არასწორ ინტერპრეტირებას. ეს არ არის საკითხი, რომელიც შეაფერხებს ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას
- +

8 ნოემბერი. 2023. 23:46

საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გადაცემაში „იმედი Live“ ევროკომისიის რეკომენდაციასთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრის მაჩვენებლის გაუმჯობესებას გულისხმობს.

 

 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ოპონენტები ცდილობენ საკითხს არასწორი ინტერპრეტაცია მისცენ, თუმცა, ეს არ არის საკითხი, რომელიც რამენაირად შეაფერხებს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას.

 

 

„ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, ამ საკითხის არასწორ ინტერპრეტირებას და ტრადიციულად, ჩვენი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. საქართველო ნაწილია საერთაშორისო თანამეგობრობის. მსოფლიოში ბევრი სენსიტიური პროცესი მიდის, რომელზეც რა თქმა უნდა ევროკავშირს აქვს თავისი პოზიციონირება. საქართველო ძირითად ნაწილში არის მიერთებული ამ საგარეო პრიორიტეტებს, თუმცა არის საკითხები, რომლებიც ჩვენი ეროვნული ინტერესია. ჩვენ გვაქვს ძალიან სენსიტიური გეოგრაფიული მდებარეობა. ჩვენი რეგიონი სავსეა გამოწვევებით, ამიტომ ერთადერთი საკითხი, რომელშიც ხშირ შემთხვევაში ჩვენი პოზიციონირება განსხვავდება ევროპელებისგან, გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეებისგან, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის განმტკიცება, უსაფრთხოება. ეს არ არის საკითხი, რომელიც რამენაირად შეაფერხებს ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას. ჩვენ ვაგრძელებთ გაუმჯობესების სტატისტიკის იმ საგარეო პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში, რომელიც აქვს ევროკავშირს. შესაბამისად, ჩვენ ვართ ნაწილი ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის. ერთადერთი, როდესაც საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებაში რისკების გაზრდას, თუ სხვა მსგავსი ტიპის საკითხებს, შედარებით თავშეკავებული პოზიცია გვაქვს. ეს ესმით ჩვენს პარტნიორებს“, - აღნიშნა დარჩიაშვილმა.

 

]

right_banner right_banner
არქივი
right_banner