"ყველას ვულოცავ დღევანდელ დღეს, ვისაც გულწრფელად გაუხარდა ეს აღიარება, რომელიც დღეს საქართველომ ევროკომისიის მხრიდან მიიღო. ეს არის ბევრი ადამიანის შრომისა და ძალისხმევის შედეგი, რომელიც ბრიუსელმა აღიარა," - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„იმედი მაქვს, რომ დეკემბერში საქართველო უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან მიიღებს მწვანე შუქის და ჩვენი ქვეყანა უკვე კანდიდატის სტატუსით გააგრძელებს ევროკავშირის წევრობისკენ სვლას. დღევანდელი გადაწყვეტილება ნამდვილად მნიშვნელოვანი აღიარებაა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის საქართველოს ისტორიაში ახალი ეტაპის დასაწყისი, რომელიც მომავალში აუცილებლად გაგრძელდება და ევროკავშირის წევრობით დასრულდება“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.