"საქართველო იწყებს ევროკავშირში გაწევრიანების საკმაოდ რთულ და გრძელ გზას," - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს საქართველოს ყველა წინაპირობა აქვს იმისათვის, რომ იყოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა და დაიწყოს ევროკავშირში ინტეგრაცია.
„ჩვენ ვიცით, რომ ეს არის ძალიან ბევრ ეტაპზე დაფუძნებული პროცესი, რომლის განმავლობაში იქნება ბევრი რეკომენდაცია, ბევრი ეტაპი და ბევრი შესასრულებელი რეფორმა. მაგრამ ის საფუძველი, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ და ქვეყანამ შექმნა ბოლო 10 წლის განმავლობაში სწორედ ევროინტეგრაციის კუთხით, იქნება განმსაზღვრელი. მჯერა, რომ საქართველო ამ გზას სწრაფად გაივლის იმ საფუძველზე დაფუძნებით, რაც უკვე შექმნილია ჩვენი ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის გზაზე“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.