საქართველოში ესტონეთის ელჩი, რიინა კალიურანდი ქვეყანას ულოცავს ევროკომისიის გადაწყვეტილებას, გასცეს რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
"გილოცავ საქართველო! დაე, ევროკომისიის დღევანდელმა რეკომენდაციამ მოტივაცია მოგცეთ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე! თბილისი ამაღამ ლურჯი და ყვითელია!" - აღნიშნა ელჩმა.