logo_geo
eng_logo
მერაბ ქვარაია: „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი პრიორიტეტი იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლით დაკმაყოფილებაა
- +

ავტორი ანა ფერაძე

10 სექტემბერი. 2016. 14:34



ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა მერაბ ქვარაიამ „რეპორტიორთან" სამეგრელოში დევნილების პრობლემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 400-მდე ოჯახმა საცხოვრებელი უკვე მიიღო. აქვე ქვარაიამ აღნიშნა, რომ დევნილებისთვის შენდება კვარტალი, სადაც  2400-მდე ოჯახი საცხოვრებელ ბინას მიიღებს.


 

„ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში ფაქტობრივად 400-მდე ოჯახმა ახალი საცხოვრებელი ბინა მიიღო.

 

დევნილებისთვის შენდება მთელი კვარტალი, რომელიც 2400 ოჯახზეა გათვლილი. მშენებლობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, რათა ამ უსახლკარო ოჯახებს დროულად გადაეცეთ საცხოვრებელი.

 

„ქართული ოცნების" ერთ-ერთი პრიორიტეტი იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლით დაკმაყოფილება და მათი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვაა", - აღნიშნა მერაბ ქვარაიამ.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner