საქართველოსათვის სტატუსის მინიჭების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები ეხმაურებიან.
„დღეს ნამდვილად პოზიტიური სიახლეა ევროკომისიის რეკომენდაციით, რომ უკრაინამ, მოლდოვამ, საქართველომ და ბოსნია და ჰერცეგოვინამ ყველამ გადადგას შემდეგი ნაბიჯები ევროკავშირის წევრობისკენ“, - განაცხადა ირლანდიის სახელმწიფო მინისტრმა ევროპისა და თავდაცვის საკითხებში პიტერ ბურკიმ.
„ევროკომისიის გაფართოების პაკეტი გამოქვეყნდა. ევროკავშირის გაფართოების პროცესი იძლევა მკაფიო დამსახურებაზე დაფუძნებულ ნაბიჯებს კანდიდატი ქვეყნებისთვის. ფინეთი დგას ყველა ქვეყნის გვერდით, როგორც მეგობარი და პარტნიორი მათ გზაზე ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისკენ“, - წერს ფინეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი ანდერს ადლერკრეუტცი.
„მნიშვნელოვანი დღე უკრაინისთვის, მოლდოვისთვის და ევროპისთვის. გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის რეკომენდაცია სწორი სიგნალია: თქვენი მომავალი ევროკავშირშია! ეს ასევე ეხება საქართველოს და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს. ჩვენ დაგეხმარებით საჭირო რეფორმებით. ფართო ევროკავშირი ნიშნავს უფრო ძლიერ ევროპას. მივესალმები ევროკომისიის დღევანდელ რეკომენდაციას უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების და დადგენილი პირობების შესრულების შემდეგ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ“, - განაცხადა გერმანიის ევროპის მინისტრმა.