logo_geo
eng_logo
ნანა კაკაბაძე: ყველა ითვისებს სტატუსის მოპოვებას. ამ ამბავში ყველაზე კურიოზულია ის, რომ ის პოლიტიკოსები, რომლებიც წლების წინ ჩვენთან ერთად ებრძოდნენ ბნელ, ანტისახელმწიფოებრივ ძალას, დღეს ამ ბნელი ძალის ანასხლეტებად არიან გადაქცეულები
- +

9 ნოემბერი. 2023. 10:27

 

 

არასამთავრობო ორგანიზაციის “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის გაცემის შესახებ ოპოზიციის და სხვადასხვა არასამთავრობო სექტორის განცხადებებს გამოეხმაურა.

 

კაკაბაძე აღნიშნავს, რომ გზავნილები ყველამ გადააწყო და ყველა ითვისებს სტატუსის მოპოვებას.

 

მისივე თქმით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების პარალელურად ქვეყანა ახალ ვალდებულებებს იღებს და არავინ ფიქრობს იმაზე, რა გზები და საშუალებები გააჩნია ქვეყანას ამ ვალდებულებების შესასრულებლად. 

 

ვისიააა... ვისიააა... სტატუსიიი... ლამაზიიი?!

 

ჩვენ ჩავშალეთ „რუსული ოცნების“ გეგმები და მოვიპოვეთ ევროკავშირის წევრობის სტატუსი!!!“ - ამაყად აცხადებენ მიშას და ვანოს ხაბეიშვილები და კეზერაშვილები.

 

სტატუსი ჩვენ მოვიპოვეთ!!!“ - ყვირიან ხაზარაძის უსუფაშვილები და სამადაშვილები.

 

სტატუსი კარგია, მაგრამ ეხლა მაგის დრო იყო?! მთავარი სტატუსი კი არა, ბიძინას დასანქცირება და „რუსული ხელისფლების“ შეცვლაა!!!“ - თავისას ერეკებიან ნათელაშვილები და ბოკერიები.

 

მე მოვიპოვე სტატუსი, მე ვარ თვით ევროპა!!! ამიტომაც ვიწყებ ხელმოწერებს: ვინც ევროპასთან (ანუ ჩემთან) არის, ყველამ მოაწეროს ხელი ჩემს შემდეგ!“ - გაჰკივის მადამ პრეზიდენტი.

 

„20 წლის წინ მე რომ არ მომეხდინა დიადი რევოლუცია, ჭაობიდან არ ამომეყვანა საქართველო და ევროპულად არ მემართა ქვეყანა, არც სტატუსი იქნებოდა და არც არაფერი!!!“ - ისმის „საიქიოდან მობრუნებული“, „დემენციით დემენციის დამთრგუნველი“ „პუტინის ტყვის“ გამოძახილი „ვივამედის საწამებლიდან“.

 

თქვენ ხომ არაფერი გეშლებათ? ეს ყველაფერი ჩვენი, ანუ სამოქალაქო საზოგადოების მოპოვებულია!!!” - სხვებს არ ჩამორჩებიან ვითომ აპოლიტიკური, სინამდვილეში კი პარტიულ უჯრედებად ქცეული NGO-ები.

 

მაშ ჩვენი თავგანწირული ჩახდა, ან რუსული ბიუჯეტის დაცარიელება არაფერი ყოფილა, თქვე დაუნახავებო, თქვენა“ - ერთხმად შესძახეს გირჩელებმა და ხოშტერელებმა.

 

მოკლედ, გზავნილები ყველამ გადააწყო და ყველა ითვისებს სტატუსის მოპოვებას. ამ ამბავში ყველაზე კურიოზული ის კი არ არის, რომ ყველაზე ანტიევროპული ძალა ევროპულობას იჩემებს, არამედ ის, რომ ის პოლიტიკოსები, რომლებიც წლების წინ ჩვენთან ერთად ებრძოდნენ ბნელ, ანტიდემოკრატიულ და ანტისახელმწიფოებრივ ძალას, დღეს ამ ბნელი ძალის ანასხლეტებად არიან გადაქცეულები. აქ მხედველობაში გუბაზ სანიკიძისა და მურმან დუმბაძის მსგავსი ოდიოზური ფიგურები კი არა გვყავს, არამედ სამართლიანობაზე და ინტელექტუალურობაზე პრეტენზიის მქონე, ვითომ სოლიდურობის იმიჯის პოლიტიკოსებიც და ვითომ არაპოლიტიკოსებიც.

 

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების პარალელურად ქვეყანა ახალ ვალდებულებებს იღებს და არავინ ფიქრობს იმაზე, რა გზები და საშუალებები გააჩნია ქვეყანას ამ ვალდებულებების შესასრულებლად. ეს არ ნიშნავს, რომ სტატუსის მიღება ცუდია, უბრალოდ, ხბოს აღტყინების ნაცვლად ჯობია ისეთ ნაბიჯებზე ვიფიქროთ, რომ დემოკრატიული განვითარების მიმართულებითაც რეალური ნაბიჯები გადავდგათ, მაგრამ ამავე დროს ევროკავშირის ყველა მოთხოვნა ცკ-ინსტრუქციად და ბრძანებად კი არ მივიღოთ, არამედ შევუსაბამოთ ჩვენი საზოგადოების ცხოვრების წესს, მენტალიტეტს და ქვეყნის საჭიროებებს ამა თუ იმ კონკრეტულ მომენტში.”- წერს ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner