logo_geo
eng_logo
ირაკლი ნადარეიშვილი: ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა საუკეთესო პლატფორმაა, სადაც შეიძლება ქართული პროდუქცია იქნას წარმოდგენილი ჩინელი მომხმარებლებისა და იმპორტიორების წინაშე
- +

9 ნოემბერი. 2023. 10:45

 

 

„ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა არის საუკეთესო პლატფორმა, სადაც შეიძლება ქართული პროდუქცია კიდევ ერთხელ იქნას წარმოდგენილი ჩინელი მომხმარებლებისა და იმპორტიორების წინაშე. ეკონომიკის სამინისტრო და სააგენტო “აწარმოე საქართველოში” ხელს უწყობენ ჩვენი ექსპორტიორების წარდგენას ამ გრანდიოზულ გამოფენაზე. დაინტერესება დიდია - 38 კომპანიაა წარმოდგენილი საკუთარი პროდუქციით და ტრადიციულად ველოდებით, რომ მაღალი აქტივობა იქნება ჩინელი იმპორტიორების მხრიდან,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა, რომელიც საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ფარგლებში, ჩინეთის ქალაქ შანხაიში ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში (China International Import Expo - CIIE) მონაწილეობს.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, 40-მდე ქართული კომპანია ორ მასშტაბურ პავილიონშია წარმოდგენილი - საკვებისა და სასმელის, ასევე საფეიქრო ინდუსტრიის პავილიონებში. აქ გამოფენის სტუმრებს ქართული ღვინო, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელები, აგროპროდუქტი, ტყავის ნაწარმი და აქსესუარები, ასევე ტანსაცმელი დახვდებათ.

 

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა 2019 წლის შემდეგ პირველად იმართება ფიზიკურ სივრცეში, რაც განაპირობებს მაღალ დაინტერესებას, როგორც მონაწილე ქვეყნების და კომპანიების, ისე დამთვალიერებლების მხრიდან. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, წელს იქნება რეკორდული - 1 მილიონამდე დამთვალიერებელი და 160 მონაწილე ქვეყანა. მისი თქმით, საქართველოს პავილიონი უკვე დაათვალიერა ჩინეთის კომერციის მინისტრის მოადგილემ, რომლის დროსაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისა და გაძლიერების მნიშვნელობას.

 

CIIE 10 ნოემბრამდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობას 160 ქვეყნის ბიზნეს და სამთავრობო დელეგაცია მიიღებს. „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართული კომპანიები გამოფენაში 2018 წლიდან მონაწილეობენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner