logo_geo
eng_logo
გენადი არველაძე: ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში მონაწილეობა ქართულ კომპანიებს ახალ საექსპორტო შესაძლებლობებს უხსნის
- +

9 ნოემბერი. 2023. 10:47

 

 

ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში მონაწილეობა ქართულ კომპანიებს ახალ საექსპორტო შესაძლებლობებს უხსნის“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ, რომელიც საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ფარგლებში, ჩინეთის ქალაქ შანხაიში ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში (China International Import Expo - CIIE) მონაწილეობს.

 

ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხდება ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია, ახალი კონტაქტების დამყარება და ქართული საექსპორტო პროდუქციის მოცულობის ზრდა. წინა წლებში წარმატებული მონაწილეობის გამოცდილება გვაქვს, როცა ქართველმა მწარმოებლებმა 20 მილიონ დოლარამდე ოდენობის გრძელვადიანი კონტრაქტები გააფორმეს. შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი, რომ წლევანდელი გამოფენა ახალ წარმატებებსა და ახალ საექსპორტო შესაძლებლობებს მოიტანს,“ - აღნიშნა გენადი არველაძემ.

 

ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა 10 ნოემბრამდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობას 160 ქვეყნის ბიზნეს და სამთავრობო დელეგაცია მიიღებს. „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართული კომპანიები გამოფენაში 2018 წლიდან მონაწილეობენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner