logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ევროკომისიის ისტორიულ გადაწყვეტილებაზე რადიკალური ოპოზიციის განცხადებები რაც ვიხილეთ, პოლიტიკური საფლავიდან ამოძახილს ჰგავდა
- +

9 ნოემბერი. 2023. 11:14

 

 

ევროკომისიის ისტორიულ გადაწყვეტილებაზე რადიკალური ოპოზიციის განცხადებები რაც ვიხილეთ, პოლიტიკური საფლავიდან ამოძახილს ჰგავდა - „1:0 მოვუგეთ „ქართულ ოცნებას“ იმით, რომ სტატუსი მივიღეთ“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

ხალხი სწორედაც რომ ახორციელებს ქვეყნის მართვას. მას ახორციელებს კონსტიტუციის მიხედვით. იმ არჩეული მთავრობის მეშვეობით, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს. განცხადებები რაც ვიხილეთ, პოლიტიკური საფლავიდან ამოძახილს ჰგავდა - „1:0 მოვუგეთ „ქართულ ოცნებას“ იმით, რომ სტატუსი მივიღეთ“. სამწუხაროა, რომ პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური სუბიექტი რაღაც შეუსაბამო განცხადებებს აკეთებს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. რეკომენდაციები ევროპულ საბჭოს გადაეგზავნება. ლიდერები საბოლოო გადაწყვეტილებას, დეკემბერში მიიღებენ.

 

ბლოკში გაერთიანებისკენ ამ დროისთვის 10 ქვეყანა ისწრაფვის: საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი და თურქეთი. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 8 ქვეყანას აქვს მინიჭებული: უკრაინას, მოლდოვას, ალბანეთს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, სერბეთსა და თურქეთს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner