logo_geo
eng_logo
ოთარ დანელია: ჩვენ გვაქვს დაფინანსებული 150 ახალი საწარმო
- +

10 სექტემბერი. 2016. 14:35



სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი და „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მარტვილსა და აბაშაში ოთარ დანელია „რეპორტიორთან" მინისტრობის პერიოდს აფასებს და საუბრობს იმ მნიშვნლოვან პროექტებზე, რომლებიც ბოლო პერიოდში სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელდა.


„პირველ რიგში, უნდა გამოვყოთ ახალი საწარმოები. მოგეხსენებათ, ჩვენ სულ რამდენიმე დღის წინ წარმოვადგინეთ ბოლო ოთხი არასრული წლის ანგარიში. ჩვენ გვაქვს დაფინანსებული 150 ახალი საწარმო. საერთო ჯამში, აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში 300 მილიონ ლარზე მეტი აგროინვესტი დავაზღვიეთ ბოლო 2 წლის მანძილზე. 1600-ზე მეტი კოოპერატივი დარეგისტრირდა საქართველოში და რაც ყველაზე მთავარია, ჯანსაღად ვითარდება. მნიშვნელოვანია რთველი, რომელმაც ბოლო 3 წლის შედეგად 400 მილიონ ლარამდე სარგებელი მოუტანა მევენახეებსა და მეღვინეობის განვითარების თვალსაზრისით სტიმული უფრო გაზარდა. ძალიან მნიშვნელოვანია მელიორაციის პროექტი.

 

აქვე, უნდა აღინიშნოს საერთაშორისო ურთიერთობები და ვაჭრობა, სადაც, როგორც ხედავთ, ჩინეთი, აზია და ევროკავშირი ძალიან გააქტიურდნენ. აგროსასურსათო პროდუქტის ექსპორტის 30%-ზე მეტი მოდის ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე. ჩინეთში გვაქვს მნიშვნელოვანი ზრდა, რაც 2020 წლამდე კიდევ უფრო გაიზრდება. ქართული ღვინის სახლი გაიხსნა ჩინეთში, სადაც ძალიან აქტიურ კამპანიას ეწევიან ქართული ღვინის პოპულარიზაციის თვალსაზრისით, რაც, რა თქმა უნდა, ამ დარგისთვის დამატებითი სტიმულია. აგროკულტურის განვითარების სტრატეგიას ამუშავებს სახელმწიფო. ძალიან მნიშვნელოვანია მეფუტკრეობის მიმართულება, და ვფიქრობ, საქართველოდან მოხდება ევროკავშირის ქვეყნებში თაფლის ექსპორტი. პროექტი „დანერგე მომავალი", რომლის ფარგლებშიც 1500 ჰექტრამდე მრავალწლოვანი ხეხილოვანი ბაღები გაშენდა", - აცხადებს ოთარ დანელია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner