საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარების და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 7 – 8 დეკემბერს, რიგით მეშვიდე Touch Summit გაიმართება.
Touch Summit ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც წელს სტარტაპებს განსაკუთრებულ შესაძლებლობას აძლევს - Acrobator VC და Crosspring მოიზიდონ 1 მილიონ ევრომდე მოცულობის ინვესტიცია. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტარტაპებს, რომლებიც სხვადასხვა სექტორში B2B (ან B2C) AI/ML პროგრამული უზრუნველყოფის, მათ შორის კიბერუსაფრთხოების, ფინტექნიკის, ინფრასტრუქტურის, სინთეზური მედიისა და მონაცემთა გადატვირთვის ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობენ და დაინტერესებულნი არიან ვენჩორული ფონდებიდან ინვესტიციის მოზიდვით.
დაინტერესებულ სტარტაპებს შესაძლებლობა აქვთ 17 ნოემბრამდე გამოგზავნონ განაცხადი. ნახევარფინალისთვის, რომელიც 7 დეკემბერს გაიმართება, 10 სტარტაპი შეირჩევა, რომელსაც შესაძლებლობა ექნება ფინალურ ტურამდე სპეციალური მენტორობისა და ქოუჩინგის სესიები გაიაროს და საკუთარი კომპანია VC ფონების წარმომადგენლებისგან შემდგარ ჟიურის წარუდგინოს. 8 დეკემბერს კი ფინალი გაიმართება, სადაც 3 ფინალისტი სტარტაპი სამიტის მთავარ სცენაზე შეძლებს წარდგენას. კონკურსის გამარჯვებული დახურვის ცერემონიალზე გამოვლინდება.
გაითვალისწინეთ, Startup Challenge-ში მონაწილეობისთვის აუცილებელია, სტარტაპს ჰქონდეს Touch Summit-ზე დასასწრები Startup Pass.
აპლიკაციის შესავსებად და ღონისძიების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს სამიტის ფარგლებში სტარტაპებისთვის ასევე ცალკე გამოყოფილი იქნება საექსპოზიციო სივრცე, სადაც 50-მდე სტარტაპს მიეცემა შესაძლებლობა, დამსწრე დელეგატებს ადგილზე გააცნონ საკუთარი პროდუქტი.
ორგანიზატორების მოლოდინით ღონისძიებას 100-ზე მეტი ინვესტორი (VC’s & Angels) დაესწრება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, შუააზიის და EMEA რეგიონებიდან. 100 ზე მეტი სტარტაპი კი საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთი, ესტონეთის, ლატვიის, პოლონეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის სტარტაპ ეკოსისტემიდან იქნება წარმოდგენილი.
Touch Summit-ს ექნება 3 სცენა: მომავლის, განვითარების და სტარტაპ და საიინვესტიციო ისტორიების.
პროგრამა დილიდან გვიან საღამომდე დატვირთული იქნება პრეზენტაციებით, პანელური დისკუსიებით, ვორქშოფებით, შეხვედრებით, მენტორშიფ სესიებით, საერთო სამუშაო სივრცით, ბევრი ინსპირაციით, აღმოჩენებით და ახალი კავშირებით.
წლევანდელი სამიტის მიზანია კიდევ უფრო საერთაშორისო გახდეს ღონისძიება მოწვეული სპიკერების, დელეგატების, დამსწრე სტარტაპებისა და ინვესტორების მიმართულებით და კიდევ უფრო მეტად შეუწყოს ხელი ადგილობრივი პროფესიონალებისა და სტარატაპ ეკოსისტემის განვითარებას.
სამიტზე წარმოდგენილი იქნებიან სპიკერები ისეთი წამყვანი კომპანიებიდან მთელი მსოფლიოს მასშტაბით როგორიცაა: Google, Meta, IDEO, ReadyPlayerMe, NVIDIA, Spotify, MIRO, Sandbox, Cloudflare, Brain.Space, Breakfast.app, Dutch Digital Design, Launch Code, Keely Consulting და ბევრი სხვა.
“Early bird” ბილეთების გაყიდვა ხვალ სრულდება. ბილეთების შეძენა მხოლოდ ღონისძიების ოფიციალურ ვებ-გვერდზე იქნება შესაძლებელი: https://touch.ge/touch23/get-pass