logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილმა ათენში ორმხრივი შეხვედრები გამართა
- +

9 ნოემბერი. 2023. 11:45

 

 

ათენში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა საბერძნეთის პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერთან, ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იოანის პლაკიოტაკისთან, თავდაცვისა და საგარეო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სტეფანოს გიკასთან, საგარეო საქმეთა და ევროპულ საკითხთა კომიტეტების წევრთან, ყოფილ ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსთან და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრა პაპადოპულუსთან.

 

შეხვედრებისას, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ისტორიულ მნიშვნელობასა და მოლოდინზე ისაუბრეს. ყურადღება დაეთმო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში მნიშვნელოვან საკითხებს, საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროგრესს და გატარებულ რეფორმებს.

 

საუბარი ასევე შეეხო ევროპაში არსებულ გეოპოლიტიკურ რეალობასა და უსაფრთხოების გამოწვევებს, რაც ხაზს უსვამს ევროკავშირში ინტეგრაციის დაჩქარებისა და ქმედითი ნაბიჯების მიღების საჭიროებებს.

 

მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

 

შეხვედრებისას, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისადმი საბერძნეთის მტკიცე მხარდაჭერა და პარტნიორობისთვის კიდევ უფრო გაძლიერების მზადყოფნა გამოხატეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner