logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში იქნება სხვადასხვა რეკომენდაცია, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს
- +

9 ნოემბერი. 2023. 12:43

 

 

მაკა ბოჭორიშვილმა ევროკომისიის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ შეაფასა. „ქრონიკასთან“ საუბრისას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ აქცენტი იმ რეკომენდაციებზე გააკეთა, რომელთა შესრულებაც ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე მოუწევს.

 

ევროკავშირში გაწევრიანების ეტაპები, რაც საქართველომ უნდა გაიაროს, იქნება მრავალი. რა თქმა უნდა, ამ პროცესში იქნება სხვადასხვა რეკომენდაცია, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს. ბევრი მათგანი ბუნებრივად უკავშირდება საბაზისო პრინციპებს, რასაც ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფო ეფუძნება, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს და დიდწილად ასეთი რეკომენდაციები სწორედ დემოკრატიის გაძლიერებას უკავშირდება ქვეყანაში.

 

ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარება, საქართველომ არაერთხელ აჩვენა, რომ ასეთი რამ შეუძლია“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

 

ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. რეკომენდაციები ევროპულ საბჭოს გადაეგზავნება. ლიდერები საბოლოო გადაწყვეტილებას, დეკემბერში მიიღებენ.

 

ბლოკში გაერთიანებისკენ ამ დროისთვის 10 ქვეყანა ისწრაფვის: საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი და თურქეთი. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 8 ქვეყანას აქვს მინიჭებული: უკრაინას, მოლდოვას, ალბანეთს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, სერბეთსა და თურქეთს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner