logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, ნატალია ვუტოვას შეხვდა
- +

9 ნოემბერი. 2023. 13:15

 

 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე  საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, ნატალია ვუტოვას შეხვდა.

 

შეხვედრაზე  ინფორმაციის თავისუფლების თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული  ვითარება  და ამ მიმართულებით საკანონმდებლო ჩარჩო მიმოიხილეს. ასევე იმსჯელეს თუ რა შეიძლება გაკეთდეს საკანონმდებლო ჩარჩოს გასაუმჯობესებლად.

 

მხარეებმა  თანამშრომლობის პერსპექტივები და შესაძლებლობები განიხილეს.

 

საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა იყო. გარკვეული გეგმები გვაქვს სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით.  ჩვენთვის ყოველთვის მისასალმებელია საერთაშორისო პარტნიორებთან ერთობლივი მუშაობა“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner