ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, ნატალია ვუტოვას შეხვდა.
შეხვედრაზე ინფორმაციის თავისუფლების თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული ვითარება და ამ მიმართულებით საკანონმდებლო ჩარჩო მიმოიხილეს. ასევე იმსჯელეს თუ რა შეიძლება გაკეთდეს საკანონმდებლო ჩარჩოს გასაუმჯობესებლად.
მხარეებმა თანამშრომლობის პერსპექტივები და შესაძლებლობები განიხილეს.
„საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა იყო. გარკვეული გეგმები გვაქვს სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ჩვენთვის ყოველთვის მისასალმებელია საერთაშორისო პარტნიორებთან ერთობლივი მუშაობა“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ მიხეილ სარჯველაძემ.