logo_geo
eng_logo
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს საქართველოში ​იასპერ მოლერს შეხვდა
- +

9 ნოემბერი. 2023. 13:28

 

 

გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ახალ წარმომადგენელს საქართველოში იასპერ მოლერს შეხვდა. გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ესწრებოდნენ.

 

გენერალურმა პროკურორმა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში პროკურატურის მიერ განხორციელებული რეფორმების და არსებული ტენდენციების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრის მონაწილეებმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში UNICEF-თან თანამშრომლობით მიღწეულ შედეგებზე და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

 

შეხვედრის დასასრულს, მხარეები სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელებაზე  შეთანხმდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner