logo_geo
eng_logo
"გლობალური კორუფციის ინდექსში" საქართველომ "კორუფციის დაბალი დონის" სტატუსი მიიღო და რეგიონში ლიდერია
- +

9 ნოემბერი. 2023. 14:09

 

 

მსოფლიოს მოწინავე ანალიტიკურმა ცენტრმა, შვეიცარიულმა ორგანიზაციამ - Global Risk Profile (GRP) „გლობალური კორუფციის ინდექსი 2023“ გამოაქვეყნა.

 

რეიტინგში საქართველო 2 ადგილით დაწინაურდა, მსოფლიოს 196 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის საუკეთესო 25%-ში მოხვდა და მსოფლიოში 43-ე ადგილი დაიკავა. შავიზღვისპირეთში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში კი პირველი ადგილი მიიღო - სტატუსით „კორუფციის დაბალი დონე“. საქართველო აღნიშნულ რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც „კორუფციის დაბალი დონის“ სტატუსი აქვს.

 

კორუფციისაგან თავისუფლებით საქართველომ გაუსწრო ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ყველა ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 8 სახელმწიფოს.

 

GCI-ის გამოსათვლელად განიხილება 6 ინდიკატორი, რომელთაგან 4 ორიენტირებულია კორუფციაზე, ხოლო 2 ფინანსურ დანაშაულზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner