logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: ოპოზიციის მხრიდან იმის ძახილი, რომ საქართველო „ქართული ოცნების“ პირობებში ევროკავშირის წევრი ქვეყანა ვერ გახდება, არის მტკნარი სიცრუე და ტყუილი
- +

9 ნოემბერი. 2023. 14:47

 

 

“ოპოზიციის მხრიდან იმის ძახილი, რომ საქართველო „ქართული ოცნების“ პირობებში ევროკავშირის წევრი ქვეყანა ვერ გახდება, არის მტკნარი სიცრუე და ტყუილი და ამის მარტივ გამაბათილებლად შეიძლება გამოვიყენოთ ის მიღწევები, რომლებიც ბოლო 11 წლის განმავლობაში გვქონდა”, - ამის შესახებ ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ამ მიღწევებზე საუბრისას გამოყო ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, ვიზალიბერალიზაცია და ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია.

 

ძალიან დიდი მონდომება დახარჯა ოპოზიციამ და ასევე ძალიან დიდი ფინანსური რესურსი და ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ეს არაკეთილსინდისიერად მოპოვებული ფინანსური რესურსია, რომ შესწინააღმდეგებოდა დადებით რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ზუსტად ამიტომ, ახლა ცდილობენ რაღაცნაირად გადაფარონ საკუთარი წარუმატებლობა, მაგრამ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რეფორმებს, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ, რეფორმებს, რომლებიც მიმართულია იმისკენ, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი ქვეყნის თავსებადობა ევროპულ კანონმდებლობასთან და ევროკავშირის სტანდარტებთან, შედეგი მოაქვს“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner