logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: როდესაც შენს ქვეყანას მწვანე შუქს უნთებს ევროკავშირი კანდიდატის სტატუსის მისაღებად და შენ ხელისუფლებას რაღაცას უსამძიმრებ, ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკურად გაკოტრებული ხარ
- +

9 ნოემბერი. 2023. 15:07

 

 

როდესაც შენს ქვეყანას მწვანე შუქს უნთებს ევროკავშირი კანდიდატის სტატუსის მისაღებად და შენ ხარ დაკავებული მხოლოდ იმით, რომ ხელისუფლებას რაღაცას უსამძიმრებ, რომ თითქოს საქართველომ გეოპოლიტიკური მდგომარეობა შეიცვალა და თითქოს ხალხი შედის ევროკავშირში და ხელისუფლება ვერა ან პირიქით, ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკურად გაკოტრებული ხარ და შენი ადგილი ევროპულ, მომავლის პოლიტიკაში არ არის“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის პოლიტიკური ბანაკი და ეს არის პოლიტიკური ოპოზიცია, რომელიც ქირაობდა ლობისტებს, რომ საქართველოს ევროპული სტატუსი დაებლოკა. ლამის იმასაც ამბობდნენ, რომ თუ სტატუსს მივიღებთ ეს იქნება რუსული სტატუსიო. ასეთი უმსგავსო და საკუთარ ქვეყანასთან და სამშობლოსთან დაპირისპირებული ხალხი გვაკრიტიკებს დღეს. როდესაც შენს ქვეყანას მწვანე შუქს უნთებს ევროკავშირი კანდიდატის სტატუსის მისაღებად და შენ ხარ დაკავებული მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ ხელისუფლებას რაღაცას უსამძიმრებ, რომ თითქოს საქართველომ გეოპოლიტიკური მდგომარეობა შეიცვალა და თითქოს ხალხი შედის ევროკავშირში და ხელისუფლება ვერა ან პირიქით, ასეთი განცხადებებით როცა ხარ დაკავებული ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკურად გაკოტრებული ხარ და შენი ადგილი ევროპულ, მომავლის პოლიტიკაში არ არის“,- აღნიშნა თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner