logo_geo
eng_logo
ეროვნული კინოცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, კინოაკადემიის ლურჯ კინოდარბაზში რეტროსპექტივა - „თანამედროვე ქართული კინო“ გაიხსნა
- +

9 ნოემბერი. 2023. 16:07

 

 

ეროვნული კინოცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, 8 ნოემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს კინოაკადემიის ლურჯი კინოდარბაზი მასპინძლობს რეტროსპექტივას - „თანამედროვე ქართული კინო“.

 

რეტროსპექტივა გაიხსნა ლევან ზაქარეიშვილის ფილმით „თბილისი-თბილისი“, რომლის რესტავრაცია ახლახან დასრულდა და მაყურებელმა დიდ ეკრანზე პირველად ნახა აღდგენილი ვერსია. ფილმი არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია და 2005 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე უჩვენეს.

 

მაყურებელმა ასევე ნახა რეჟისორის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „მამა“.

 

რეტროსპექტივის მიზანია თანამედროვე ქართული კინოს პოპულარიზაცია. სწორედ ამიტომ ფილმების ჩვენებაზე დასწრება უფასოა.

 

ინფორმაციისთვის: პროგრამაში წარმოდგენილია 2005-2023 წლებში შექმნილი 36 ქართული ფილმი. კინოჩვენებების გარდა, შაბათ-კვირის სეანსებზე გაიმართება დისკუსიები ფილმების შემოქმედებითი ჯგუფების წევრთა მონაწილეობით.

 

რეტროსპექტივის მიმდინარეობისას ნაჩვენები იქნება ფილმები:

 

„მამა“ (1984) - რეჟ.: ლევან ზაქარეიშვილი

„თბილისი-თბილისი“ (2005) - რეჟ.: ლევან ზაქარეიშვილი

„სამი სახლი“ (2008) - რეჟ.: ზაზა ურუშაძე

„გაღმა ნაპირი“ (2009) - რეჟ.: გიორგი ოვაშვილი

„ჯაყოს ხიზნები“ (2009) - რეჟ.: დათო ჯანელიძე

„რენე მიდის ჰოლივუდში“ (2010) - რეჟ.: ალეკო ცაბაძე

„ქუჩის დღეები“ (2010) - რეჟ.: ლევან კოღუაშვილი

„შანტრაპა“ (2010) - რეჟ.: ოთარ იოსელიანი

„მანდარინები“ (2013) - რეჟ.: ზაზა ურუშაძე

„შემთხვევითი პაემნები“ (2013) - რეჟ.: ლევან კოღუაშვილი

„ძმა“ (2013) - რეჟ.: - თეა მღვდელაძე

„ლუკა“ (2014) - რეჟ.: გია ბარაბაძე

„პატარძლები“ (2014) - რეჟ.: თინათინ ყაჯრიშვილი

„მე ვარ ბესო“ (2014) - რეჟ.: ლაშა ცქვიტინიძე

„სიმინდის კუნძული“ (2014) - რეჟ.: გიორგი ოვაშვილი

„მოირა“ (2015) - რეჟ.: ლევან თუთბერიძე

„ბედნიერების ქალღმერთი“ (2015) - რეჟ.: დიტო ცინცაძე

„სოლომონი“ (2015) - რეჟ.: ზაზა ხალვაში

„სხვისი სახლი“ (2016) - რეჟ.: რუსუდან გლურჯიძე

„დედე“ (2017) - რეჟ.: მარიამ ხაჭვანი

„ნამე“ (2017) - რეჟ.: ზაზა ხალვაში

„სავარძელი“ (2017) - რეჟ.: ელდარ შენგელაია

„ხიბულა“ (2017) - რეჟ.: გიორგი ოვაშვილი

„ჰორიზონტი“ (2018) - რეჟ.: თინათინ ყაჯრიშვილი

„ბოროტმოქმედი“ (2018) - რეჟ.: დიმიტრი მამულია

„სიცოცხლიდან სიცოცხლემდე“ (2019) - რეჟ.: ბექა სიხარულიძე

„შინდისი“ (2019) - რეჟ.: დიტო ცინცაძე

„უარყოფითი რიცხვები“ (2019) - რეჟ.: უტა ბერია

„დასაწყისი“ (2020) - რეჟ.: დეა კულუმბეგაშვილი

„ურსუსი“ - (2020) - რეჟ.: ოთარ შამათავა

„მეოთხე ბრაიტონი“ (2021) - რეჟ.: ლევან კოღუაშვილი

„გვიანი შემოდგომა“ (2021) - რეჟ.: გია ბარაბაძე

„მშვენიერი ელენე“ (2022) - რეჟ.: გიორგი ოვაშვილი

„სამურაი დასვენების ჟამს“ (2022) - რეჟ.: ლევან თუთბერიძე

„ზამთრის დეპრესია“ (2022) - რეჟ.: თაზო ნარიმანიძე

„მოქალაქე წმინდანი“ (2023) - რეჟ.: თინათინ ყაჯრიშვილი

 

საქართველოს ეროვნული კინოცენტრი მადლობას უხდის საქართველოს კინოაკადემიას პროექტის მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner