გლდანის რაიონში, შოთა მიქატაძის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა სრულდება. პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 4 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება.
აღნიშნულ მისამართზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები უკვე მოაწესრიგა, რის შემდეგაც გლდანის გამგეობამ საგზაო სამუშაოები დაიწყო.
სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.
„შოთა მიქატაძის ქუჩაზე საკმაოდ მძიმე მდგომარეობდა არსებობდა. პროექტის ფარგლებში, იგება ასფალტის ორფენიანი საფარი და წესრიგდება ფეხით სავალი ბილიკები. სამუშაოების დაწყებამდე, გამოიცვალა წყალარინების ქსელებიც, რომლის შემდეგ, საგაო სამუშაოები დაიგეგმა“, - განაცხადა ბესიკ კალაძემ.
პროექტის განხორციელებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 425 000 ლარი დაიხარჯება.