„ქართული ოცნების" წევრი თამარ ჩუგოშვილი, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სოციალურ ქსელში, ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
თამარ ჩუგოშვილი აქვეყნებს ფოტოს, სადაც აღნიშნულია, თუ რომელი პროგრამის მეშვეობით მოხდა მისი სწავლის დაფინანსება.
„ჩემი ჰარვარდში სწავლის დაფინანსება, როგორც ჩანს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, ჰოდა, სპეკულაციები რომ მორჩეს, აგერ, მეგობრებო, სრულადაა დაფინანსებული თავად ჰარვარდის ერთ-ერთი ფელოუშიპ პროგრამით...
ნინო დანელია, იქნებ გვარამიას ჰკითხო, მისი სწავლა ვინ დააფინანსა 120 000-ით, ყოველი შემთხვევისთვის, რადგან თვითონ სწავლის დაფინანსებას ვალში ყოფნად თვლით",- წერს სოციალურ ქსელში თამარ ჩუგოშვილი.