logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე: ქვეყანას „მივაქანებდით რუსეთისკენ“ და უცებ, სტატუსით აღმოვჩნდით ევროკავშირში. ეს ყველაფერი ევროკავშირისა და NATO-ს წევრობამდე თუ მიგვიყვანს, ჯადოქრობას გავაგრძელებთ
- +

9 ნოემბერი. 2023. 17:21

 

 

„ევროკომისიის დასკვნაში თვალსაჩინოდ წერია, რომ ევროკომისიამ გადაწყვეტილება ქვეყნის პროგრესის გათვალისწინებით მიიღო, რომ საქართველოსთვის რეკომენდაცია გაეწია“, - ამის შესახებ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ახალ-ახალი რეკომენდაციები გაჩნდება, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს და ამ პროცესში ჩართვისკენ ოპოზიციასაც მოუწოდა.

 

„კარგი იქნება, თუ ოპოზიცია რეკომენდაციების შესრულებაში ჩაერთვება, ამას მხოლოდ მივესალმებით, მაგრამ წარსულის გამოცდილება აჩვენებს, რომ ისინი მაინც და მაინც აღფრთოვანებული და მოწადინებული არ არიან, ამაში დაგვეხმარონ. ამ ყველაფერს ბრჭყალებში ვამბობ – ქვეყანას მივაქანებდით რუსეთისკენ და უცებ, კანდიდატის სტატუსით აღმოვჩნდით ევროკავშირში, ასეთი ჯადოქრები ვართ, ყველაფერს გატყუებთ, თვალს გიხვევთ, გვინდა, შეცდომაში შეგიყვანოთ, გაჩვენებთ, რომ რუსეთისკენ მივდივართ და უცებ ევროკავშირში აღმოვჩნდებით. დღეს საქართველოს ასეთი სასწაულმოქმედი ხელისუფლება ჰყავს. თუ ეს ყველაფერი ევროკავშირისა და NATO-ს წევრობამდე მიგვიყვანს, ამ ჯადოქრობას გავაგრძელებთ“, - განაცხადა სამხარაძემ.

 

ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. რეკომენდაციები ევროპულ საბჭოს გადაეგზავნება. ლიდერები საბოლოო გადაწყვეტილებას, დეკემბერში მიიღებენ.

 

ბლოკში გაერთიანებისკენ ამ დროისთვის 10 ქვეყანა ისწრაფვის: საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი და თურქეთი. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 8 ქვეყანას აქვს მინიჭებული: უკრაინას, მოლდოვას, ალბანეთს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, სერბეთსა და თურქეთს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner