logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი ემანუელ მაკრონთან შეხვედრაზე: მიგვაჩნია, რომ საფრანგეთი კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, რაც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდეგი ეტაპების წარმატებით გავლაში დაგვეხმარება
- +

9 ნოემბერი. 2023. 17:43

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის  პრეზიდენტთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

 

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საფრანგეთი კიდევ უფრო გააძლიერებს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, რაც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდეგი ეტაპების წარმატებით გავლაში დაგვეხმარება.

 

სასიამოვნო იყო  საფრანგეთის  პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრა. მადლობელნი  ვართ ევროპეიზაციის გზაზე პრეზიდენტის მიერ საქართველოსადმი გამოხატული მხარდაჭერისთვის და მიგვაჩნია, რომ საფრანგეთი კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, რაც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდეგი ეტაპების წარმატებით გავლაში დაგვეხმარება“, -  აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

 

https://twitter.com/GharibashviliGe/status/1722600437860180104

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner