logo_geo
eng_logo
ჩეხეთის პრეზიდენტი: მოლაპარაკებები მომავალ წელს შეიძლება დაიწყოს, რადგან მოვლენების განვითარება არ მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინული მხარე სამხედრო უპირატესობას მოიპოვებს
- +

9 ნოემბერი. 2023. 19:56

ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა, რომ ფრონტზე არსებული ვითარება არ მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინას შეუძლია სამხედრო უპირატესობის მოპოვება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

 

 

ჩეხეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დრო რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს და მოლაპარაკებები შეიძლება მომავალ წელს დაიწყოს.

 

 

"მოლაპარაკებები მომავალ წელს შეიძლება დაიწყოს, რადგან მოვლენების განვითარება არ მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინული მხარე სამხედრო უპირატესობას მოიპოვებს. დრო ახლა რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს, რომელსაც აქვს ძლიერი სამობილიზაციო ბაზა", - აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

 

 

პეტრ პაველის თქმით, ცხადია, რომ რუსეთი ცდილობს კონფლიქტის გაჭიანურებას და შესაძლოა ელოდებოდეს აშშ-ში 2024 წელს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner