logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: 2023 წლის გლობალური კორუფციის ინდექსი, კიდევ ერთხელ ცხადყოფს ევროკომისიის რეკომენდაციის სისწორეს, რომ საქართველო იმსახურებს სტატუსს და ხაზს უსვამს საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგებს
- +

9 ნოემბერი. 2023. 20:35

"2023 წლის გლობალური კორუფციის ინდექსის მიხედვით, საქართველო გასულ წელთან შედარებით ორი ადგილით დაწინაურდა და რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა “კორუფციის დაბალი ინდექსით,” - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ ,,X-ში” წერს.

 

 

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, მსგავსი მაჩვენებლების გაუმჯობესება ქვეყანაში კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკომისიის რეკომენდაციის სისწორეს, რომ საქართველო კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუს იმსახურებს.

 

 

,,2023 წლის გლობალური კორუფციის ინდექსი კიდევ ერთხელ ცხადყოფს ევროკომისიის რეკომენდაციის სისწორეს, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ხაზს უსვამს საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგებს. საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით, საქართველო გასულ წელთან შედარებით ორი ადგილით დაწინაურდა, იკავებს 43-ე ადგილს და რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა “კორუფციის დაბალი ინდექსით“, - წერს პაპუაშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner