logo_geo
eng_logo
ელისო ბოლქვაძე და კომიტეტის წევრები სამუშაო ვიზიტით ბერლინში იმყოფებიან
- +

9 ნოემბერი. 2023. 20:36

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა კულტურის კომიტეტების გაფართოებული სხდომა, რომელიც ბუნდესტაგის პირდაპირი ეთერით გადაიცა.

 

 

მხარეებმა სხდომაზე განიხილეს კულტურის სფეროში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები. საუბარი ასევე შეეხო საკომიტეტო მუშაობის სპეციფიკასა და კულტურის სფეროს დაფინანსებისა და განვითარების მექანიზმებს თანამედროვე გამოწვევების ფონზე.

 

 

სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი მეზურნიშვილი, ბაია კვიციანი, როსტომ ჩხეიძე, გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან იზორია, ბუნდესტაგის კულტურისა და მედიის საკითხთა კომიტეტის დეპუტატები და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

 

 

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner