სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, ლევან დოთიაშვილი გამოიკითხება მოწმის სახით.
„ლევან დოთიაშვილი გახლავთ მკვლელობის თვითმხილველი და იგი იქნება გამოკითხული მოწმის სტატუსით. როგორც მოგეხსენებათ, მკვლელობის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, შსს აწარმოებს გამოძიებას და ამ საკითხებზე განცხადებები მოგვიანებით გაკეთდება. ასევე, გამოძიება ყოველთვის მუშაობს რამდენიმე ვერსიაზე და ყველა სავარაუდო ვერსია შემოწმდება. გადაუმოწმებელი მონაცემებით, ინფორმაციით მანიპულირება არ არის პროდუქტიული და დამაზიანებელია პროცესისთვის. უნდა შემოწმდეს ყველა ვერსია და ამის შემდეგ გაკეთდება განცხადებები.
იგი იმყოფება სტრესულ მდგომარეობაში, ამიტომ მოგახსენებთ, დეტალებს, რაც არის საინტერესო და მნიშვნელოვანი, რათა მკვლელობის ყველა დეტალს მოეფინოს ნათელი, დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენებებს, რასაც მისცემს მკვლელობის საქმის მოწმე“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.