"მინდა მივულოცო ლევან დოთიაშვილის ოჯახს. დღეს იცით ვიმყოფებოდი კირბალში. ვიყავი მისული მის ოჯახში. ვნახე როგორ ელოდნენ ისინი მის დაბრუნებას," - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი Live“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„მინდა მივულოცო ლევან დოთიაშვილის ოჯახს. დღეს იცით ვიმყოფებოდი კირბალში. ვიყავი მისული მის ოჯახში. ვნახე როგორ ელოდნენ ისინი მის დაბრუნებას. მიხარია ძალიან, რომ სულ რამდენიმე საათში, მას შემდეგ, რაც ოჯახში ვიმყოფებოდით, ლევანი დაუბრუნდა თავის ოჯახს. დიდი სიხარულია. ამავდროულად თამაზ გინტურის მკვლელობის საქმე რჩება ჩვენი ყურადღების ქვეშ და მნიშვნელოვანია, რომ დამნაშავეები დაისაჯონ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.