"ევროკომისიის გადაწყვეტილებას ვულოცავ სრულიად საქართველოს, აფხაზ და ოს თანამოძმეებს, რომლებსაც ასევე ეკუთვნით ეს გამარჯვება," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს იმისთვის, რომლებიც ყოველთვის ამ ღირებულებით და შემართებით არიან.
„რა თქმა უნდა ჩვენ ჯერ კიდევ წინ გველის დეკემბერში ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, მაგრამ მოლოდინები პოზიტიური იყო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შარშან უარყოფითი გადაწყვეტილება იყო“, -აღნიშნა პაპუაშვილმა.