logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: გუშინდელი გადაწყვეტილებით ევროკომისიამ თქვა, რომ 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესი საკმარისია იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს
- +

9 ნოემბერი. 2023. 23:33

"შარშან, მოგვეცა 12 რეკომენდაცია იმისთვის, რომ მიგვეღო ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსი. გუშინდელი გადაწყვეტილებითა და ანგარიშით, ევროკომისიამ თქვა, რომ 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესი საკმარისია იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, "- ამის შესახებ გადაცემაში „იმედი Live“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

 

„გაიხსნა შემდეგი კარი, რომელსაც ჰქვია გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყება და ამასთან დაკავშირებით უკვე 9 რეკომენდაცია მოგვეცა, რომელზეც ჩვენმა ქვეყანამ უნდა იმუშაოს. ამ 9 რეკომენდაციაში არის ნაწილი, რომელიც 12 რეკომენდაციაში იყო და ასევე არის რაღაც დამატებული - ეს არის ახალი ეტაპი. ფაქტობრივად ეს არის ის მდგომარეობა, როცა შარშან უკრაინას როგორც მისცეს კანდიდატის სტატუსი და შემდეგ იყო რეკომენდაციები მოლაპარაკების დაწყებისთვის. ამიტომ, ჩვენი შემდეგი ეტაპი იქნება სწორედ ამ საკითხებზე მუშაობა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner