logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ არათუ ჩამოვრჩით, შინაარსობრივად კვლავ უკრაინასა და მოლდოვაზე წინ ვართ - თუ შევხედავთ სექტორულ დაახლოებას ევროკავშირთან, ჩვენ ახლაც კი ლიდერები ვართ მათთან შედარებით
- +

9 ნოემბერი. 2023. 23:34

"ჩვენ არათუ ჩამოვრჩით, შინაარსობრივად კვლავ უკრაინასა და მოლდოვაზე წინ ვართ. თუ შევხედავთ სექტორულ დაახლოებას ევროკავშირთან, ჩვენ ახლაც კი ლიდერები ვართ მათთან შედარებით," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

 

მისივე თქმით, ეს ახალი გარემოება არ არის.

 

 

„როდესაც ასოცირების შეთანხმებაზე დაიწყო მოლაპარაკება საქართველოსთან, უკრაინა ამ მოლაპარაკებას უკვე 3 წელი აწარმოებდა, მოლდოვაც. ვიზალიბერალიზაციაზეც 3 წლის დაგვიანებით დაიწყო მოლაპარაკებები. 2014 წელს, ჩვენ უკრაინასთან ერთად მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებას, ხოლო 2017 წელს, 6 თვე ველოდეთ უკრაინას, რომ საკუთარი ვალდებულებები შეესრულებინა და შემდეგ ერთად მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია. იმის თქმა მინდა, რომ არ უნდა შეგვეშალოს, რა არის ჩვენი მიზნები: ჩვენი საბოლოო მიზანია ევროკავშირის წევრობა და ახლა უკვე კონკრეტული წელიც გამოჩნდა, რომელიც შარლ მიშელმა დაასახელა - 2030 წელი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner