"ჩვენ რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დაგვეწესებინა, დღეს ჩვენი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 7 600 დოლარი კი არა, ამისი ნახევარი იქნებოდა," - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი Live“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო არ აწესებს რუსეთთან სანქციებს და ამაში ქვეყანა თანხვედრაშია ევროკავშირთან, აშშ-სთან და ყველა დასავლელ პარტნიორთან.
„ევროკავშირი იღებს გარკვეულ გადაწყვეტილებებს, ასევ იღებს განცხადებებს და ამასთან შეერთების შესაძლებლობა აქვს სხვა ქვეყნებს. საქართველოს მიერთების მაჩვენებელი წლების განმავლობაში საშუალოდ იყო 50-55%-ის გარშემო. დღეს ჩვენი შესაბამისობის მაჩვენებელი არის 48%. ახლა შევხედოთ რა არის დარჩენილი 50%, რომელსაც საქართველო არ უერთდება. ეს უპირველეს ყოვლისა ეხება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. ჩვენ განვაცხადეთ და ქართველ ხალხში არის კონსენსუსი, რომ რუსეთის წინააღმდეგ ჩვენ სანქციებს არ ვაწესებთ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.