"ქართველმა ხალხმა 2020 წელს თავისი უმრავლესობით მისცა ხელისუფლების მანდატი „ქართულ ოცნებას“ ამ დაკვეთით, რომ ჩვენ განაცხადი გაგვეკეთებინა ევროკავშირის წევრობაზე. „ქართულმა ოცნებამ“ ეს დაპირება გადაჭარბებით შეასრულა იმით, რომ ჩვენ ვიღებთ კანდიდატის სტატუსს," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.
„ჩვენმა პარლამენტის წევრმა მაია ბითაძემ გამოწვევა გაუგზავნა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. ეს არის „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. მის პირველივე გვერდზე არის შემდეგი წინადადება: საარჩევნო პროგრამა ეფუძნება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის ამბიციას, შექმნას ყველა პირობა, რათა 2024 წელს საქართველომ გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე. „ქართული ოცნება“ იყო ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელმაც 2020 წლის არჩევნებზე თავის მთავარ ამბიციად განაცხადა, რომ ვაპირებთ გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირში წევრობაზეო. არცერთ სხვა პარტიას ეს ამბიცია არ ჰქონია და მოვუწოდებ მათ გაასაჯაროონ საარჩევნო პროგრამები, გვაჩვენონ რა იყო მათი ამბიცია. 2024 წელს ჩვენი გეგმა იყო განაცხადის გაკეთება. ჩვენ ახლა გვაქვს 2023 წელი. გავიდა სამი წელი [არჩევნებიდან] და ერთი ნაბიჯი გვაცილებს არათუ განაცხადს, არამედ კანდიდატობის სტატუსს. სწორედ ეს არის ქართველი ხალხის ხმა. ქართველმა ხალხმა 2020 წელს თავისი უმრავლესობით მისცა ხელისუფლების მანდატი „ქართულ ოცნებას“ ამ დაკვეთით, რომ ჩვენ განაცხადი გაგვეკეთებინა ევროკავშირის წევრობაზე. „ქართულმა ოცნებამ“ ეს დაპირება გადაჭარბებით შეასრულა იმით, რომ ჩვენ ვიღებთ კანდიდატის სტატუსს. ასე მოქმედებს დემოკრატია და ასე გავალთ 2024 წლის არჩევნებზე, ამ შესრულებული დაპირებით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.