"ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაში საუბარი გვქონდა და შეშფოთებას გამოვთქვამდით იმ თავდასხმაზე ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელსაც ადგილი აქვს ხოლმე ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„ევროკავშირის ოფიციალური სტრუქტურები ყოველთვის ხაზს უსვამენ, რომ ცალკეული ევროპარლამენტარი არათუ ევროკავშირს არ წარმოადგენს, ევროპარლამენტსაც არ წარმოადგენს. ერთადერთი, ვისაც ისინი წარმოადგენენ, ეს არის საკუთარი თავი. ეს ევროპარლამენტარები არჩეულები არიან კონკრეტული წევრები ქვეყნების მიერ. ჩვენ წევრ ქვეყნებთანაც გვქონდა ამაზე საუბარი და მათგან მივიღეთ ცხადი პასუხი, რომ ეს ადამიანები არ წარმოადგენენ კონკრეტულ ქვეყანას და ისინი წარმოადგენენ მხოლოდ საკუთარ თავს, წერტილი. ვფიქრობ, ქართველმა ხალხმა კარგად გაიგო, რა არის მათი მიზანი და ვინ არიან მათი მეგობრები - მათი მეგობარი არ არის ქართველი ხალხი და მათი მეგობარი არის მიხეილ სააკაშვილი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.