logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილზე: მას არანაირი ემოციური ბმა ჩვენს კონსტიტუციასთან არ აქვს - შეუძლია, ერთი ხელის აკვრით გვერდზე გადააგდოს კონსტიტუცია და იმოქმედოს ისე, როგორც მისი სურვილები კარნახობს
- +

10 ნოემბერი. 2023. 00:33

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, პრეზიდენტს პარიზში, „მშვიდობის ფორუმზე“ დასასწრებად, მთავრობისთვის თანხმობა არ მოუთხოვია.

 

 

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი მოქმედებს ისე, როგორც მისი სურვილები კარნახობს.

 

 

სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ არ გაიზიარა ჩვენი რჩევა, რომ არ გახსნას კონსტიტუციის დარღვევის პანდორას ყუთი. მეორე მხრივ, ქართველმა ხალხმა თავისი სიტყვა უკვე თქვა 18 ოქტომბერს, როდესაც იმპიჩმენტის საკითხი იყო პარლამენტში. ერთადერთი მიზეზი, რატომაც სალომე ზურაბიშვილი თანამდებობაზეა, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა.

 

 

სალომე ზურაბიშვილი პირველი არის ასეთ თანამდებობაზე, რომელიც ასე ღიად, უხეშად, არაფრად ჩაგდებით ეპყრობა ქართულ კონსტიტუციას. ჩანს, რომ მას არანაირი ემოციური ბმა ჩვენს კონსტიტუციასთან არ აქვს. მას შეუძლია, ერთი ხელის აკვრით გვერდზე გადააგდოს კონსტიტუცია და იმოქმედოს ისე, როგორც მისი სურვილები კარნახობს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner