logo_geo
eng_logo
სტოლტენბერგი: ღაზაში ომი არ უნდა გადაიზარდოს დიდ რეგიონალურ კონფლიქტში
- +

10 ნოემბერი. 2023. 01:35

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატოს მოკავშირეები მხარს უჭერენ ჰუმანიტარულ პაუზებს, რათა ღაზის მოსახლეობისთვის დახმარების მიწოდება მოხერხდეს.

 

 

ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონფლიქტის დროს დაცული უნდა იყოს საერთაშორისო სამართალი და მშვიდობიანი მოსახლეობა.

 

 

"ღაზაში ომი არ უნდა გადაიზარდოს დიდ რეგიონალურ კონფლიქტში", - დასძინა სტოლტენბერგმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner