თეთრი სახლის განცხადებით, ისრაელი დღეიდან ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში ყოველ დღე 4-საათიან ჰუმანიტარულ პაუზებს იწყებს, რათა ადგილობრივ მოსახლეობას საშიში რაიონების დატოვების საშუალება მისცეს. ამის შესახებ BBC წერს.
`ისრაელურმა მხარემ გვითხრა, რომ ამ ტერიტორიებზე პაუზების განმავლობაში სამხედრო ოპერაციები არ იქნება, და ეს პროცესი დღეს იწყება”, - განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ.